ბიზნეს უნივერსალი

image
პროგრამის მიზანი:

მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება მრავალფეროვანი და უნივერსალური მექანიზმების შეთავაზებით, რომელიც მოიცავს:

  • სესხის/ლიზინგის თანადაფინანსების მიმართულებას;
  • საგარანტიო მიმართულებას;
  • საგრანტო მიმართულებას;
  • საერთაშორისო ბრენდის/ფრენჩაიზის თანადაფინანსებას

 

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

პროგრამა ერთი სესხის/სალიზინგო პროგრამის ფარგლებში აერთიანებს ხელშეწყობის რამდენიმე მექანიზმს.

სესხის/ლიზინგის თანადაფინანსების მიმართულება მოიცავს კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის ან სალიზინგო კომპანიის მიერ        გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას.

  1. სესხის კომპონენტის ფარგლებში - სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის  მიერ გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სესხის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5 პროცენტის ოდენობით. სესხის მინიმალური მოცულობაა 50,000 ლარი, ხოლო მაქსიმალური - 10,000,000 ლარი.
  2. ლიზინგის კომპონენტის ფარგლებში - სააგენტო ახორციელებს სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემულ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სალიზინგო პროექტის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3 პროცენტის ოდენობით. ლიზინგის საგნის მინიმალური ღირებულებაა 50,000 ლარი, ხოლო მაქსიმალური - 10,000,000 ლარი.
  3. საგარანტიო მიმართულება მოიცავს - პროგრამის ფარგლებში გაცემულ თითოეულ სესხზე სესხის   ძირი თანხის არაუმეტეს 80 პროცენტის გარანტირებას სააგენტოს მხრიდან.
  4. საგრანტო მიმართულება მოიცავს - სესხის/ლიზინგის კომპონენტში ჩართული ბენეფიციარისთვის დამტკიცებული და ათვისებული სესხის/ლიზინგის საგნის ღირებულების 15%-ის, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით ე.წ. „ქეშ ბექის“ შეთავაზებას, თუ მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა თავსდება განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალში.
  5. საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსება მოიცავს - საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან 36 თვის განმავლობაში დარიცხული და ამ პერიოდზე 41 თვის მანძილზე გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას არაუმეტეს 600 000 ლარის ოდენობით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კალენდარული თვის განმავლობაში სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თითოეულ საანგარიშო წელზე, წელიწადში არაუმეტეს 300 000 ლარისა.

 

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც:

ა) არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად III ან IV კატეგორიის საწარმო, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში,

ბ)არ არის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი;

გ) სახელმწიფოს მიმართ არ აქვს საგადასახადო დავალიანება

დ) არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.


პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში (გარდა სასტუმრო და ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიისა)

 

 

image
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის და არა მხოლოდ:

  • დამამუშავებელი მრეწველობა
  • სასტუმრო ინდუსტრია/ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრია
  • ტურისტული სერვისები
  • აგრო ტურისტული ინდუსტრია
  • ეკო ტურისტული ინდუსტრია

პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე:

 

 

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

თანადაფინანსების  და საგარანტიო მიმართულება:

  • პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო.
  • ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.
  • საქმიანობა უნდა შედიოდეს საქართველოს მთავრობის მიერ მოცემული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პრორიტეტთა ნუსხაში.

საგრანტო მიმართულების დამატებითი კრიტერიუმი მოქმედი თანადაფინანსების მიმართულების ბენეფიციარებისთვის:

  • პროგრამის სესხის/ლიზინგის კომპონენტის ბენეფიციარი მხოლოდ მაშინ არის უფლებამოსილი მიმართოს სააგენტოს დამტკიცებული სესხის/ლიზინგის საგნის ღირებულების 15%-ის ანაზღაურების მოთხოვნით, თუ მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა თავსდება თანდართული დოკუმენტის მე-9 დანართში

 

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი მიმართავს კომერციულ ბანკს/საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველი კომპანიას /ლიზინგის გამცემ ორგანიზაციას შესაბამისი მოთხოვნით და წარადგენს მათ მიერ განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

  მიმდინარე

image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მიმართავს საფინანსო ინსტიტუტს
2საფინანსო ინსტიტუტი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას მიმართულების კრიტერიუმებთან და შესაბამისობის დადგენის შემთხვევა
3საფინანსო ინსტიტუტის მიერ განაცხადის გამოგზავნა პროგრამული უზრუნვეყოფის მეშვეობით სააგენტოში
4სესხის/ ლიზინგის პარამეტრების დადასტურება სააგენტოს მიერ 2-7 დღის ვადაში
5ბენეფიციარის და ფინანსურ ინსტიტუტს შორის ხელშეკრულების გაფორმება შესაბამისი ვალდებულებების გათვალისწინებით
6სააგენტოს მიერ ყოველთვიური თანადაფინანსების გადარიცხვა/საგარანტიო თანხების განთავსება სადეპოზიტო / სატრნაზიტო ანგარიშზე